აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

 

images

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ  რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

 

 

 

29  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისმოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.