აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

20161112164632804315810_image

 

აფხაზეთში 1993 წლის 15–16 მარტს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

 

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და დევნილმა საზოგადოებამ სკულპტურული მემორიალი – „საქართველოსთვის” ყვავილებით შეამკო.  მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.