აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

წინა გვერდი

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა

.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამნტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ მთავრობის დადგენილების განხილვას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით მთავრობის წევრებს დაევალათ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსზე განთავსების მიზნით საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობის უზრუნველყოფა. გადაწყდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები უშუალოდ გააკონტროლებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობას.
სხდომაზე ასავე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

14124536_1180522611989133_8071311146628604557_ounnamedunnamed (1)