აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიში 2015 წლის გაწეული მუშაობის შესახებ

11

დღეს საქართველოს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ  სხდომაზე,  აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაიააფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის  2015 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშით წარსდგა.

სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.