აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 24 ივნისს ჩატარდა ლექცია–სემინარი (ტრენინგი) საარქივო საქმიანობასთან დაკავშირებით

IMG_5310აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ჩატარდა ლექცია–სემინარი (ტრენინგი) თემაზე: საარქივო დაწესებულებებში განსახორციელებელ ნორმატიულ მეთოდური მითითებებისა და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსიპ–ს ეროვნული არქივის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტა.

ლექცია–სემინარი (ტრენინგი) დაიწყო 13:00 საათზე და იგი გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა. მან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს მნიშვნელობაზე.

ლექცია–სემინარს (ტრენინგს) ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა –ავთანდილ ხაზალიამ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერასტი ფენდერავამ, ირაკლი გუგუშვილმა და ასმათ ანდრიბავამ.

ლექცია–სემინარს (ტრენინგს) უძღვებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსი – სვეტლანა ხუბულავა, რომელმაც გააკეთა მოხსენება, თემაზე–”სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტის ” (საკომლო წიგნები, საბინაო ორდერები და საბინაო წიგნები) დაცვა–შენახვის სამართლებრივი საფუძვლები და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა–დაცვის, გამოყენების ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო–ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი სპეციალისტის მარინა გადელია, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე–”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივსაცავის არსი და მისი მნიშვნელობა”.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებში არსებულ საარქივო საქმიანობის ხარვეზების აღმოფხვრისა და საჯარო დოკუმენტების მოძიება დაცვა–შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

განსახილველი თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ბელა ჩხაპელიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ავთანდილ ხაზალიამ, ქრისტინე კაჭარავამ და ხატია მესხიამ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელმა ლევან ბარათელმა, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მადონა ლეჟავამ,  ზემო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წარმომადგენელმა თათია ეპიტაშვილმა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეთერ ძიმისტარაშვილმა.

განსახილველი თემების ირგვლივ მუშაობა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით თუნგიამ.IMG_5305

IMG_5315 IMG_5314 IMG_5312 IMG_5311 IMG_5309 IMG_5307