აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

თეატრის  ფოიეში მოეწყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალისა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.