აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

26.04.18-1სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  და დევნილმა საზოგადოებამ.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

06