საერთაშორისო   ორგანიზაციების  სამართლებრივი  აქტები

 

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო. უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა

2. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთთ, ეუთო. საპარლამენტო ასამბლეა, მუდმივი საბჭო, მინისტრთა საბჭო, ეუთოს მისია საქართველოში)

3. ევროპის საბჭო (საპარლამენტო ასამბლეა)

4. ევროპის   კავშირი (ევროპის  პარლამენტი,  ევროპის  კავშირის  საბჭო)

5. ჩრდილოეთ  ატლანტიკური  ხელშეკრულების  ორგანიზაცია  (ნატო. საპარლამენტო  ასამბლეა, ჩრდილო  ატლანტიკური საბჭო)

6. დამოუკიდებელ  სახელმწიფო  თანამეგობრობა (დსთ. საპარლამენტო  ასამბლეა, წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭო, აღმასრულებელი სამდივნო)

წყარო www.rrc.ge

 

“ტალიავინის ანგარიში”

ე.წ. „ტალიავინის ანგარიში“ ქართულ ენაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა “საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” ანგარიშის (ე.წ “ტალიავინის ანგარიშის”) ქართულ ენაზე თარგმნილი რედაქცია გამოაქვეყნა.
ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფაქტების დამდგენმა საერთაშორისო მისიამ, შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის, ხელმძღვანელობით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შესწავლა და სამართლებრივი შეფასება განახორციელა. ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე 2009 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა .
სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაკვეთით განხორციელდა ანგარიშის II და III ტომის თარგმნა 2013 წელს, ხოლო ანგარიშის I ტომი ითარგმნა 2009 წელს “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” დაკვეთით.
ანგარიშის I ტომი აჯამებს რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შესწავლის შედეგებს, II ტომი ასახავს კონფლიქტის ისტორიის დეტალურ მიმოხილვას და სამართლებრივ შეფასებებს, ხოლო III ტომი მოიცავს კონფლიქტის შესახებ მხარეთა შეხედულებებსა და წარმოდგენილ მასალებს.
ანგარიშის ქართული თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

I ტომი

II ტომი

III ტომი