აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება –აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო

დავით თუნგია

არქივის სამმართველოს უფროსი

 

 

სვეტლანა ხუბულავა

არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილე

xubulavaვეტლანა ხუბულავა დაიბადა საქართველოში, ქ. გალი სოფ. თაგილონი 1960 წლის 20 ივლისს. განათლება-1978 წელს დაამთავრა სიდის საშუალო სკოლა წარჩინებით.
1982-1987 წლებში დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“.
1987-1993წ. 27 სექტემბრამდე მუშაობდა გალის რაიონის გამგეობაში იურისტად.
1999-2004 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის, რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის განყოფილების უფროსად.
2002 წელს წარმატებით გაიარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში ატესტაცია.
2004 წლის 29 სექტემერს აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს „იუსტიციის მრჩევლის“ სპეციალური წოდება ვადაზე ადრე.
2004 წლის 6 მარტს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გავლილი აქვს სამოქალაქო და საჯარო რეესტრის ტესტირებები, ასევე გავლილიაქვს უცხო ენისა და კომპიუტერის კურსები.
მას როგორც საჯარო მოხელეს გავლილი აქვს CTC ( კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი)- ზოგადი მენეჯმენტი ტრენინგ -კურსი საჯარო მოხელეთათვის( ლიდერი და ლიდერობა,ადამიანური რესურსების მართვა, პიარ მენეჯმენტი) და JIPA ტრენინგი საჯარო მოხელეთათვის.
2005 წლის 5 იანვარს დაინიშნა იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების რეგისტრაციისა და სისტემატიზაციის განყოფილების უფროსად.
2007 წლის 24 აგვისტოს გადაყვანილ იქნა ამავე დეპარტამენტის სამართალშემოქმედების განყოფილების უფროსად, ხოლო 2013 წლის 1 მაისიდან კი ავტონომიური აფხაზეთის არესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ავტონომიური აფხაზეთის არესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსია.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს, ჰყავს სამი შვილი , მეუღლე გრიგორ ამირანის ზე მესხია, ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი(აწ გარდაცვლილი)
შვილი ხატია მესხია- სპეციალობით სამართალმცოდნე, მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამართალშემოქმედების სამმართველოში მთავარ სპეციალისტად.
შვილი ნათია მესხია- სპეციალობით სამართალმცოდნე- მუშაობს საქართველოს სახალხო ბანკში მენეჯერად.
შჰვილი თათია მესხია — 140-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

 

 

 

 

თამარ ინალიშვილი

ბუღალტერი