ადამიანის განვითარების ჰარმონიული საზოგადოების მიერ გუდაურში განხორციელებული ღონისძიება

1

 

მიმდინარე   წლის 24-25 იანვარს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა    მონაწილეობა მიიღო  ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების მიერორგანიზებულ ღონისძიებაში (პროექტში).

    ღონისძიება (პროექტი) მიზნად ისახავდა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას, კავკასიის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის  იურიდიულ  კლინიკასთან ერთად,,შეიარაღებულ კონფლიქტებში  დაზარალებულთა სოციალური სტატუსის ამაღლების საქმეში.  

     აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა დევნილების დაკარგულ დოკუმენტების  ძიება-აღდგენის პროცესში არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაწევას.

    პროექტში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო    (იუსტიციის სახლი), საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა , ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და   ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის, დიასპორიის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი,   სახელმწიფო მინისტრი  შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში,  კავკასიის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის  იურიდიული  კლინიკა,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო და სხვა მოწვეული პირები.

3 5 6