აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული სალოცავები მნიშვნელოვანი ისტორიული და რელიგიური ცენტრებია. ტაძრები ქართული  არქიტექტურის ძეგლებს წარმოადგენენ, ამიტომ ისინი იდევნებოდნენ და ირბეოდნენ  ჯერ სეპარატისტების , ახლა კი ოკუპანტების მიერ.

მტერი ყოველმხრივ ცდილობს ქართული წარმოშობა გააყალბოს , ამ მიზნით შლის და ღებავს ქართულ წარწერებს. ეს ბარბაროსული საქციელი ემსახურება ისტორიის გაყალბებას. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აქცია, მიმართული იყო ამ ვანდალიზმის წინააღმდეგ, რათა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება მოეხდინა ამ პროცესებზე.  გამოფენაზე სიტყვით გამოსულმა მეცნიერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დაგმეს აღნიშნული პროცესები და მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს: ხმა აიმაღლონ ბარბაროსობის წინააღმდეგ მანამ, სანამ ქართული იურისდიქცია აღდგება აფხაზეთში.