სიახლეები
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგების შესახებ. ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასრულდა ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგი-მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებული კონკურსი.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”. განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი.
რამდენიმე საათში ახალი, 2019 წელი კარს შემოგვიღებს. დადგება ქრისტეს დაბადების 2019 წელი.
ვუსურვებ საქართველოს ყველა ოჯახს, დიდსა თუ პატარას, ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას, ტკივილების მოშუშებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. (more…)
აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება რა ტიპის იურიდიულ დახმარებებს უწევს საკუთარ მოსახლეობას, რა პროგრამები მოქმედებს მათთვის და რა ტიპის კონსულტაციების მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან გადაადგილებულ პირებს დედაქალაქსა თუ რეგიონებში – ამ საკითხებზე „თაიმერი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ იგორ კოპალიანს ესაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის ორმოცდამეერთე წლისთავს. (more…)
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
შეხვედრა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2018 წლის 20 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „სასამართლო პრაქტიკა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ“. შეხვედრაზე მოწვეული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ირინა ზარქუა, რომელმაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებს სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები – ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები – მხედრული მამაცობისთვის გადაეცა.
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ გადასცეს. (more…)
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018) საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ხუთ პლენარულ და ოთხ პარალელურ სესიაზე განიხილება: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტები; ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის; კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი – ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას, როგორც საქართველოს ასევე, 17 ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ღებულობენ.
11-12 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 25-26 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ. (more…)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჯვარის ამბულატორიაში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.
ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი. (more…)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სამართალშემოქმედების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ–გვერდზე გამოცხადებული დახურული კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდა.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2018 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. (more…)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.
საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა. ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის. ამას ადასტურებს აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზაზე, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. (more…)
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.
ამა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.
მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას. (more…)
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდეციების შესრულების შესახებ. (more…)
იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.
სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ დაიწყო აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა. როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენთან შეთანხმებით, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი,სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით. (more…)
ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს”. დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.
სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ. (more…)
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 45-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია იყო, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანის გაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას. (more…)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას, აგრეთვე სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით – პრაქტიკანტთა მიღებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე.
27 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას
ბატონო ვახტანგ, 25 წელია 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით უამრავ ადამიანურ ისტორიებს ვისმენთ, ახალ-ახალ ფაქტებზე გვიხდება ყურადღების გამახვილება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზები ამ დღეს ზეიმობენ, ჩვენ კი დაღუპულ მეომრებს ვგლოვობთ და ვიგონებთ აფხაზეთიდან ძირფესვიანად აყრილი მოსახლეობის დევნილობის ხვედრს. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ძმათამკვლელმა ომმა მოუშუშებელი ტკივილი დატოვა. ასი ათასობით პირი დევნილად იქცა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.
ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი” გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.
ღონისძიება ფონდ „არტექოს” და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენაზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა” ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო” ნაწყვეტი წარმოადგინა. ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ოკუპირებულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 25 წლის შემდეგ არსებული მდგომარეობა იყო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს ხელი. (more…)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის” მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი”-ში ჟურნალისტთა კონფერენცია – „სიტყვა პირველია – ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა” გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.
კონფერენცია სამ ბლოკისგან მედია და კონფლიქტები, ომისა და მშვიდობის გაკვეთილები და ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვის შედგებოდა და მას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა. (more…)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. (more…)
2018 წლის 5 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან, რომელსაც წარმოადგენდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომი შერიგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქალბატონი ალინა მასლო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ორგანიზაციული საკითხების სამმართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი ოლგა ოსტაპჩუკი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, ანგიოლოგის, ონკოლოგისა და უროლოგის მომსახურება. (more…)
26 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთი, რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ” აღიარებას “ზეიმობს”. განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფას: – არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეულნი და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები. ურა-პატრიოტიზმის განცდა არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე აშკარად გაუგებარია. ეს არის საზეიმო? ეს ხომ ჩვენი საერთო ტრაგედიაა. (more…)
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი“-ს ოფისში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდონარესთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციის ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, ალერგოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. (more…)
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის თავმჯდომარის მოწვევით სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებოდა. სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიში, გაეცნენ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და იმსჯელეს მათზე დროული რეაგირების მექანიზმებზე. (more…)
„საბოლოოდ მივიღეთ აფხაზეთი ქართველების გარეშე, რომელსაც აფხაზები
ვეღარ აკონტროლებენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინიც კარგავენ აფხაზეთს”.
ყოველ წელს 14 აგვისტოს გვიხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უმძიმეს მოვლენებზე საუბარი, დაღუპული მეომრების მემორიალთან ტრაგიკული ომის ქრონიკების გახსენება. აგვისტო და სექტემბერი ძალიან მძიმე თვეებია გასახსნებლად. 8 და 14 აგვისტო – ქართულ აფხაზური და ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტები, 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა, 26 აგვისტო, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილთა მხრიდან წამოჭრილი პრობლემატური (სამართლებრივი ) საკითხების შესწავლისა და შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით 2018 წლის 10-11 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი ბატონი ავთანდილ ხაზალია მივლინებით იმყოფებოდა ქ.ზუგდიდში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი – ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა – ზეპირმეტყველება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის ავტორი ირმა ოსია უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამუშაო გეგმა
(1.08.2018 – 31.12. 2018)
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგების შესახებ. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები. (more…)
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში 2018 წლის 19 ივლისს, დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დევნილობაში მიღებული ნორმატიული აქტების ბეჭდური გამოცემასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.
შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი.
(more…)
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 44-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ. ასევე განიხილეს უძრავი ქონების მართვის სრულყოფის საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების პროექტები.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი იტყობინება, 2018 წლის 12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. მისასალმებელია, რომ მხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
2018 წლის 12 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა განხილვა თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ. სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი გამოვიდა ევროპარლამენტის რვა პოლიტიკური ჯგუფიდან. ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი გამომსვლელების დიდმა უმრავლესობამ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დეპუტატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეთნიკურ ნიადაგზე დარღვევების შეწყვეტისაკენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენები გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სერგო პაჭკორიას, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაიასა (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილ პედაგოგ მერი გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ).
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები რომლებმაც მათი მოღვაწეობის პერიოდები გაიხსენეს.
1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ ბავშვთა საერთაშორისო დღე დააწესა, რომელსაც 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვა და სხვა ფერის ადამიანის ფიგურები. ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.
სწორედ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უმასპინძლა პატარებს, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში თავისი ლექსებით, ცეკვითა და ნახატებით გაალამაზეს მათდამი მიძღვნილი საღამო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგორ კოპალიანმა, „კვირას“ პრესკლუბში, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის პოზიცია გაახმოვანა.
“ნიშანდობლივია, რომ მოსკოვში მდებარე სირიის არაბული რესპუბლიკის საელჩოდან გავრცელდა ე.წ. კომუნიკე, რომელშიც საუბარია ასადის რეჟიმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური ურთიერთობების ამოქმედებაზე. მოგეხსენებათ, ასადის რეჟიმი არ გახლავთ ავტორიტეტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, პრაქტიკულად ამ განცხადებით რეჟიმმა მოახდინა სხვა რეჟიმის აღიარება. ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი ნებაა და ამიტომ ასადის ქმედებას გაგრძელება არ მოჰყვება. რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეს გამოწვევა არ იქონიებს უკუშედეგებს. (more…)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
ორი კვირით ადრე ახალციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა გამართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ იურიდიულ საკითხებზე უფასო კონსულტაციების ჩატარებას დაპირდნენ. (more…)
მიმდინარე წლის 1 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის პირველადმა პროფესიულმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ მშრომელთა უფლებების დაცვის მიზნით გამართულ აქციაში.
საქართველოში მართლმსაჯულების პროცესის ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების იურიდიული სამსახურების თანამშრომლების მონაწილეობით იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან და ამჟამად მოქმედ ადვოკატთან, ბატონ გიორგი ქოიავასთან.
ბატონი გიორგი შეეხო მართლმსაჯულების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და სასამართლო პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სსიპ “საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, 2018 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვაკანსია შემდეგ თანამდებობებზე:
- იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
- იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მოხელეთა შერჩევის, შეფასებისა და ინსპექტირების განყოფილების უფროსი.
- საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე: ავთანდილ ხაზალია; თავმჯდომარის მოადგილე- სოფიო ყოლბაია; მდივანი-მაია შენგელია; კომისიის წევრები: ასმათ ანდრიბავა და გიორგი პარკაია.